საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ინგლისური ფილოლოგიის სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21–ე მუხლის მე–6 პუნქტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის კათედრის გამგის პროფესორ მანანა რუსეიშვილის 2018 წლის  31 იანვრის  წერილის N1669/27 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.  შევიდეს ცვლილება 2017–2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის შემადგენლობაში.
2. ინგლისური ფილოლოგიის დაცვის კომისიის  შემადგენლობას დაემატოს ფილოლოგიის ორი დოქტორი თამარ გელაშვილი და ქეთევან გრძელიძე.
3.ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილას გამოქვეყნება დაევალოს კანცე¬ლარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულ-ტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა 
ფაკულტეტის  დეკანი                        /ნანი გაფრინდაშვილი/